პროკურატურამ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების ახალი პირობა შესთავაზა. საუბარია ორწლიანის ნაცვლად, 16 თვის ვადით პატიმრობასა და 3 წლიანი პირობით სასჯელზე. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ზაზა პაპიძის თქმით, ეს პირობა მიუღებელია და ისინი ითხოვენ დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებით მაქსიმუმ 1 წლიანი პატიმრობა შეეფარდოთ.
დაცვის მხარე ასევე ელოდება რეგიონის ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრლულებას, რომელიც მათი ინფორმაციით , პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობების გადახედვას ეხება. სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს 14 საათზე განახლდება.