მახინჯაურში, რკინიგზის ყოფილი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ პატარა მკვდარი დელფინი გამორიყა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, წელს სარფი - ანაკლიის მონაკვეთზე დელფინების გამორიყვის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.