რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 34 წლის ნინი კაცაძის ახლობლები საავადმყოფოს მედიკოსების წინააღმდეგ გამოდიან.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დღესაც შეიკრიბნენ კლინიკის ტერიტორიაზე. ისინი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            