ქობულეთის გამგეობამ, წელს ქობულეთის გამწვანება დაასრულა. გამწვანების სამსახურის 256 ათასიანი ბიუჯეტიდან, უშუალოდ მცენარეების დარგვას 3 ათასი ლარი მოხმარდა.
ყვავილები დარგეს გამგეობის შენობის წინ, რომლის ნაწილი უკვე გახმა. სამსახური მომდევნო თვეებში, გასულ წლებში დარგული მცენარეების მოვლასა და ქალაქის სარეველა ბალახებისგან გაწმენდაზე იმუშავებს, რისთვისაც საცელი აპარატები ახლახან შეიძინეს. გ
ამწვანების სამსახურის ფუნქციებში ტროტუარების მოწესრიგებაზე, დაგებაზე, ამისთვის ცემენტისა და ქვიშის შეძენაზე უფრო მეტი წერია, ვიდრე მცენარეებზე.