წყლის პრობლემა

04 ივლისი 2017, 00:00 3569 ნახვა

სოფელ შარაბიძეების მოსახლეობა კი სასმელი წყლის პრობლემის მოგარებას ითხოვს. ამბობენ, რომ კორპუსში მრიცხველები ერთი წლის წინ დამონტაჟდა, თუმცა წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდებათ. გარდა ამისა, ისინი მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასაც ითხოვენ. ბათუმის წყალში განმარტავენ, რომ პრობლემა შარაბიძეებში მას შემდეგ მოგვარდება რაც წყლის სისტემა ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში  კი განაცხადეს, რომ ისინი მოსახლეობას შეხვდებიან, ტერიტორიას დაათვალიერებენ და  მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან.  ადგილზე იმყოფებოდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი