აჭარის ბუნებით დაინტერესებულ ბევრ ტურისტს უნახავს მაჭახლის ხეობის დასაწყისში თოფის ძეგლი, სოფლად ასული კი ბევრს გაიგონებდა აქაურების ღირსების იარაღზე. მიუხედავად იმისა, რომ თოფი ''მაჭახელა'' მე-18 საუკუნებში შეიძლება ითქვას სერიულად მზადდებოდა, არათუ ხეობაში- აჭარის სამუზეუმო სივრცეებში დაცულ კოლექციებშიც კი დადასტურებით ვერავინ ამბობს, ინახება თუ არა მათთან ამ იარაღის ორიგინალი.
ამ თემით დაინტერესებული მეცნიერებისთვის კი ერთადერთი იმედი, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმია.