ტურიზმი მთაში

01 ივლისი 2017, 00:00 2707 ნახვა

აგრო და ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში პრიორიტეტად რჩება, თუმცა ხულოსა და შუახევში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საოჯახო სასტუმროები სეზონიდან სეზონამდე ცარიელია.

 გესთჰაუსების მფლობელების ნაწილი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო ფინანსების ნაკლებობაზე, ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს და დარგის განვითარება უპერსპექტივოდ მიაჩნია. არიან ისეთებიც, რომლებიც პრობლემას საკუთარ პასიურობაშიც ხედავენ, თუმცა გამოსავლად არც გააქტიურება ესახებათ.

ხულოსა და შუახევისგან განსხვავებით, ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან ქედის გესთჰაუსებში. აქ სტუმრებს ხშირად ვერც უგზოობა და ვერც არასათანადო საცხოვრებელი პირობები აბრკოლებს.

არახელსაყრელი მდებარეობა თუ ცუდი მარკეტინგი – რატომ ვერ ვიყენებთ სათანადოდ მაღალმთიანი აჭარის უდავოდ დიდ პოტენციალს ტურისტული მიზნებისთვის

ამავე კატეგორიაში