მზადება ''ქობულეთობისთვის''

29 ივნისი 2017, 00:00 3461 ნახვა

ხვალ ქობულეთში  სახალხო დღესასწაული “ქობულეთობა“ გაიმართება, დილის 11 საათიდან აღმაშენებლის ქუჩაზე ცენტრალური პარკამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.  დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა გასართობი შეჯიბრება გაიმართება.

ასევე გამოვლინდებიან საპატიო ქობულეთელები. დღის მეორე ნახევარში  ღონისძიებები  ღვინის სახლშიც გაიმართება, სადაც იმიტირებული ქორწილი და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა მოეწყობა. 19 საათისთვის კი ცენტრალურ პარკში ფერების ფესტივალია დაგეგმილი. ღონისძიებები საღამოს კონცერტით დასრულდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში