დღეს პირველად ყველაზე აქტიურად განიხილეს ქვეითებისა და მძროლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გასატარებელი ღონისძიებები.
მერის მოადგილემ დღეს პირველად თქვა, რომ ბარცხანაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდები აშენდება. დღეს კიდევ ერთხელ დადგა საპატრულო პოლიციის, ახლა უკვე ახალი უფროსის საკრებულოში სასაუბროდ მიწვევის საკითხი. მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის და ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შესახებ.