მოპედის  მძღოლები  დაჯარიმდებიან

27 ივნისი 2017, 00:00 4652 ნახვა

ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილება   ''ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შედის, საკანონმდებლო პაკეტი  პარლამენტში უკვე  ინიცირებულია.

კანონში დადგენილი ცვლილებებით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მძღოლის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. 300 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუკი ის მოპედს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს ან თუ ასეთი სიმთვრალის შემოწმებაზე უარს იტყვის.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პაკეტს  პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ამავე კატეგორიაში