საპროტესტო აქცია ხულოში

26 ივნისი 2017, 00:00 2743 ნახვა

საპროტესტო აქცია ხულოში. სოფელ ყინჩაურში მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა. ადგილობრივები  „შუახევჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ სოფელში დაშრა სასმელი წყალი, დაიბზარა სახლები და შემცირდა მოსავალი.

აქციის მონაწილეები ოთხი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანას მოითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა, ასევე  სადრენაჟო და მეწყერსაწინააღმდეგო სისტემის მოწყობა. ხულოს გამგებელი აცხადებს, რომ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის პროექტი მზადაა, "შუახევჰესის", ადმინისტრაციაში კი დღეს კომენტარი არ გააკეთეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი