დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ღონისძიებები გაიმართა.
ნავსადგურთან შეკრებილ მეზღვაურებს, მათი ოჯახის წევრებსა და სტუდენტებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს. საქართველოში ამ დროისთვის ათი ათასამდე მეზღვაურია.