განაცხადების მიღება იწყება

23 ივნისი 2017, 00:00 2430 ნახვა

ხულოში, ვაშლოვანის სოციალურ სახლში ფართების მისაღებად, ბენეფიციართა განაცხადების მიღება გრძელდება. სპეციალურმა კომისიამ პირველ ეტაპზე შესული განაცხადების განხილვა უკვე დაასრულა, შერჩეულია 57 ბენეფიციარი, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილდებიან. რაც შეეხება დარჩენილ 15 ბინას, გამგებლის განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ეკომიგრანტებს შეუძლიათ ბინების მისაღებად, სპეციალურ კომისიას განცხადებით 26 ივნისიდან 15 დღის განმავლობაში მიმართონ. ხულოში, სამი 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად 3 მილიონ 814 ათას 464 ლარი დაიხარჯა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი