ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

21 ივნისი 2017, 00:00 29426 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა.  დაშავებული 22 წლის გოგონაა, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.  შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ - კრიმინალისტები მუშაობენ.



შემთხვევა თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქვეითად მოსიარულეს, ამ ტერიტორიაზე, მესამედ დაეჯახა ავტომობილი. წინა ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა და 50 წლამდე ქალი. 

თიბისი ბანკის სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა, ზებრა გადასასვლელები არაა. ავტოავარიის ადგილიდან ზებრა 50 მეტრზეა განთავსებული.

შსს ინფორმაციით, გამოძიება  276 ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი