საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია, შეზღუდვა ამჯერად შამილაძისა და ასათიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს ეხება. დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტიც.
7 და 7ა ნომერი ავტობუსები ვარშანიძის ქუჩაზე შამილაძის,მელიქიშვილის, ბაგრატიონისა და ასათიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
ვარშანიძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა გენერალ აბაშიძის ქუჩიდან შამილაძის ქუჩამდე მონაკვეთში უკვე აღდგენილია.
კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს ჩაკეტილ მონაკვეთში ინფორმაციას მერიისგან ველოდებით.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე