ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ მერისში, გუნდაური-გარეტყეს მიმართულებით, 2,4 კმ საავტომობილო გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
აშენდა ბეტონის საყრდენი კედლები და გაბიონები, ასევე სავალი ნაწილი ჰორიზონტალურად მოინიშნა.
უწყების ინფორმაციით, ტურისტული მნიშვნელობის გზა სოფელ გარეტყეს და მეძიბნას აკავშირებს.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული გზით 50 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.