ქედაში, სოფელ აგარაში მცხოვრები დევაძეები გამგეობას დახმარებას სთხოვენ. ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს ზამთარში ზვავი, ზაფხულში კი ქვათაცვენა უქმნის საფრთხეს.
ხელისუფლებას განსახლების პროგრამაში ჩართვას სთხოვენ. გამგეობაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორისაა მსგავსი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება.