5 თვის წინ განვითარებული მეწყრული პროცესები თხილვანაში და 70-მდე ოჯახი, რომელსაც საფრთხე შეექმნა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდიდან ახალი სახლის შესაძენად 25-25 ლარს ოჯახები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ისინი ძველ საცხოვრებელს დაანგრევენ.
თანხა უკვე გამოყოფილია განსახლებას დაქვემდებარებული 28 ოჯახისთვის. გამგებელი ამბობს, რომ დარჩენილ 40-მდე ოჯახზე, კომპენსაცია ეტაპობრივად გაიცემა. მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს, არის ისეთი ოჯახი, რომელიც განსახლებას არ თანხმდება.