თხილვანას მოსახლეობა, სოფლიდან გასახლების მოლოდინშია. რეგიონის მთავრობის მიერ დღეს გახმოვანებული ინფორმაციით, პროცესი მიმდინარე კვირიდან დაიწყება. თხილვანაში, გააქტიურებული მეწყრული პროცესების გამო, გეოლოგების დასკვნით, ცხოვრება საფრთხის შემცველია. სოფო შავაძე იმყოფებოდა თხილვანაში, რომელმაც ადგილობრივების ყოველდღიურობა ფოტოებზე აღბეჭდა.