სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ

15 დეკემბერი 2025, 11:56 122 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზის ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წვრთნები ჩაუტარდათ.
საჩვენებელ სწავლებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, დავით თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. წვრთნები მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს. მსგავსი ტიპის სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელებისთვის სისტემატურად ტარდება და მიზნად ისახავს მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი