გამოხმაურება  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

31 მაისი 2017, 00:00 2685 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, რომელმაც საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორ მოხვდა თბილისში “გაუჩინარებული” აფგან მუხტარლი ბაქოს ციხეში? ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ იგი ნაცემია, მის გატაცებაში კი ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, რასაც მმართველი გუნდის წევრები გამორიცხავენ.

აზრებაიჯანული საგამოძიებო ორგანოები ამტკიცებენ, რომ მან საზღვარი უკანონოდ, იმ ქვეყნისკენ გადაკვეთა, რომელსაც 2 წლის წინ გამოექცა და თავი თბილისს შეაფარა.

შსს გამოძიებას ატარებს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით და აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს. უწყების მინისტრი, ისევე როგორც პრემიერი, ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ.  

მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს შეფასებები საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობაში გაკეთდა. კომენტარი გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი