ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 44 შეკვრად დაფასოებული, 124 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა-პვპ".
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 44 შეკვრად დაფასოებული, 124 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა-პვპ".
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეასმე ნაწილის და 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.