პოლიციამ მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

14 ნოემბერი 2025, 10:32 92 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. 

ნ.ი.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე