BBC-ის საგამოძიებო ფილმი-შეფასებები

04 დეკემბერი 2025, 12:02 76 ნახვა

„ბიბისის“ საგამოძიებო ფილმი უკვე მეოთხე დღეა სამართლებრივი და  პოლიტიკური შეფასებების თემაა.

სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გამოკითხეს ისინი, ვინც ამ ფილმში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან ექიმები მამა-შვილი ჩახუნაშვილები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ის დემონსტრანტები, რომლებიც აქციების დაშლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებსა და სამედიცინო კვლევებში მონაწილეობდნენ.

ყველა მათგანი ამბობს, რომ ბიბისისთის ე.წ. კამიტის გამოყენებაზე ინფორმაცია თავად არ მიუწოდებიათ. ცნობილია, რომ საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებაზე ხელისუფლება მიმართავს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და შემდეგ გადაწყვეტს, იჩივლებს თუ არა საერთაშორისო სასამართლოში.

იყო თუ არა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება გარეული, რა ნივთიერებაზეა საუბარი და ფლობს თუ არა ქვეყანა იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც „ბიბისის“ საგამოძიებო ჯგუფის მიერ ნახსენები კოდის ქვეშ იგულისხმება - აკრძალული ნივთიერების შეძენა-გამოყენებიას კატეგორიულად უარყოფს ხელისუფლება, ოპოზიციის ნაწილი კი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში