დაკავება საწვავის ქურდობისთვის

03 დეკემბერი 2025, 10:05 65 ნახვა

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, დაკავებულია ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულები „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან, წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში