პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.
