ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

04 დეკემბერი 2025, 12:13 74 ნახვა

ყაჩაღობის ფაქტი საგურამოში - შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 70 წლის პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.

დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე  -ბრალდებულის სახით დააკავა.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში