საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ „ბიბისის“ გამოძიება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა.
კერძოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა, მაშინ როდესაც თვითონ, ასევე აქციის მონაწილეები ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ გაიგო, რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში.
კომიტეტის თავმჯდომარემ „ბიბისის“ გამოძიებას ფეიკი უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ არანაირი „კამიტი“ პოლიციას არ გამოუყენებია. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და მტკიცებულებას არ ეყრდნობა.
