შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

14 ნოემბერი 2025, 13:06 92 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპერატიულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 
 
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე