13 წლით თავისუფლების აღკვეთის მოლოდინი და ორ საქმეზე სამი მუხლით დაწყებული გამოძიება- გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ მსჯელობა დაიწყო.
საუბარია ორ სხვადასხვა ეპიზოდზე-20 ივნისის მოვლენები და ჩორჩანის საგუშაგო. 6 წლის წინანდელი მოვლენებზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ განმეორებით ჩატარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
რაც შეეხება ჩორჩანის საგუშაგოს მოწყობას, ამ საქმეზეც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში არაერთი პირი გამოიკითხა.
ამავე საქმეზე თავად გახარიასაც მოუწია ახსნა-განმარტების მიცემა, თუმცა დისტანციურად, რადგან იგი რამდენიმე თვეა უცხოეთშია.