ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.