თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოში თურქეთის „C-130”-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან აფრინდა და თურქეთში მიფრინავდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან კოორდინაციით უკვე დაწყებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.