საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

10 ნოემბერი 2025, 15:32 181 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში გაასაღეს, ჯამში, 3000 აშშ დოლარის ოდენობის, 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე