სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

10 ნოემბერი 2025, 17:21 131 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის მიმდებარედ ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.

ნიკა მელია მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

 

ფოტო: არქივი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე