ბრალის წარდგენა

11 ნოემბერი 2025, 11:50 48 ნახვა

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების გადაზიდვისთვის ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, , გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაზარალებულს  200 000  დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი.

კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით, სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა.

სამართალდამცველებმა ორი პირი 8 ნოემბერს დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაში იმყოფება. დანაშაული  20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლის მუქარით სძალავდა 50 000 აშშ დოლარს.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ, კი ბრალდებულმა ბიზნესმენის მაღაზიის დაზიანება რამდენიმე პირს შეუკვეთა, რომლებსაც  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენაში დაეხმარა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე