სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა. საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა.
სამოქალაქო ინიციატივები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა: შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სპორტის განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა.
სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.