საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 9 თვის მონაცემებით, 14 პროცენტით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 9 პროცენტით არის გაზრდილი ავტოავარიების რიცხვიც - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს.
ეკა ლალიაშვილის შეფასებით, გზებზე არსებულ ვითარება საგანგაშოა, ფატალური შედეგების გამომწვევი მიზეზი კი სიჩქარის გადაჭარბებაა.
ლალიაშვილი უსაფრთხო სისტემის საერთაშორისო მაგალითებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრევენციისთვის , სიჩქარის გადაჭარბებაზე განსაკუთრებული კონტროლია საჭირო, მაგალითად მძღოლებისთვის ავტომატური ქულათა ჩამოკლება, მისი თქმით, დასაწევია 15 კმ საათიანი სიჩქარის ტოლერანტული ზღვარიც.
მან ხაზი გაუსვა უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნასა და საბავშვო სამგზავრო სავარძლების აუცილებლობას, რადგან ხშირია ბავშვთა გადაყვანა წესების დარღვევა ,რაც ავარიების დროს მათი დაზიანების რისკს ზრდის.