მერიის პრიორიტეტების საჯარო განხილვა იწყება

30 მაისი 2017, 00:00 2216 ნახვა

ბათუმის მერია საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას იწყებს. თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სამსახური წარადგენს. საჯარო განხილვის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

საჯარო განხილვაში მესამე სექტორისა და მრჩეველთა საბჭოს წევრები ჩაერთვებიან. თვითმმართველობა დაინტერესებულ პირებს პროცესში ჩართვას, და  რჩევებისა და რეკომენდაციების წარდგენას თხოვს.

პრიორიტეტული მიმართულებების საჯარო განხილვა ხვალიდან სამი დღის განმავლობაში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. შეხვედრები 16 საათზეა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი