რუსეთმა ღამის განმავლობაში იერიში მიიტანა კიევზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვია. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დესნიანის რაიონში, 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ერთი დრონი მოხვდა 16 სართულიან შენობას. ასევე თავდასხმის შედეგად ობოლინის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.