ქობულეთში, სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების გამო, 30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მიმოსვლა რუსთაველის ქუჩის გავლით განხორციელდება.
შეზღუდვა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის რკინიგზის გადასასვლელთან, არსებული მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.