ერდოღანი: ისრაელი სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით უნდა აიძულონ დაპირებები შეასრულოს 

24 ოქტომბერი 2025, 14:03 169 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა ისრაელი უნდა აიძულონ სანქციებითა და იარაღის მიყიდვის შეჩერებით, შეასრულოს თავისი დაპირებები.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზა ისლამური სამყაროსთვის გამოცდაა და იმედოვნებს, რომ ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზის რეკონსტრუქცია ადვილი საქმე არ არის.

აქვე დაამატა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე და ანკარა მზადაა, ღაზის სექტორს ყველა საჭირო მხარდაჭერა შესთავაზოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე