აქცია თბილისში - შეფასებები

05 ოქტომბერი 2025, 11:56 89 ნახვა

თბილისში გუშინ გამართულ აქციას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგში. პარტია "გირჩის" თბილისის მერობის კანდიდატის, იაგო ხვიჩიას, თქმით, ცხადია იმ კლოუნადის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მოაწყვეს ვითომ რევოლუციონერებმა, საზოგადოება აიყოლიეს და არჩევნებს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს.

მისივე განცხადებით ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა. „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის,  გიორგი შარაშიძის განმარტებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე. 

როგორც შარაშიძე აცხადებს,  სახეზე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ბოიკოტისა და „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ავტორ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს“.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე