''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' შუახევის გამგეობას ''სოფლის მხარდაჭერის'' პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძე ირწმუნება, რომ სოფელ ბესელაშვილების სარიტუალო დარბაზისთვის გასულ წელს ინვენტარი უნდა გადაეცათ.
პროცესი ამ დრომდე გაჭიანურდა. შუახევის გამგეობაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ შეძენილი ინვენტარის დანიშნულების ადგილამდე მიტანა, დიდთოვლობის გამო შეფერხდა.