საქართველოს სპორტის მინისტრმა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართველმა პარაძიუდოისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა, ლევან გუგავამ და რევაზ ჩიკოიძემ იზეიმეს; ვერცხლს ბაჩუკი შელია და ზვიად გოგოჭური დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა, საბა ბაღდავაძემ, ინა ქალდანმა და ლაშა ყიზილაშილმა მოიპოვეს.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და პარაძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე