შუახევში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიხსნა. ღონისძიება ნინო ვახანიას საჯარო ლექციით დაიწყო თემაზე „ქართული რომანტიზმი მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში“.
ფოლკლორული ანსამბლების „ჭვანა“ და „ფესვების“ მუსიკალური ნომრების შემდეგ ფესტივალის მონაწილე პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე შუახევის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს.
ფესტივალი 27 სექტემბერს ხულოში დასრულდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე