ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავება

22 სექტემბერი 2025, 17:57 120 ნახვა

დილიდან სანაპირო ზოლის ინტენსიური დასუფთავება მიმდინარეობს ბათუმში. პროცესში ჩართულია სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი. 

პარალელურად სანაპირო სუფთავდება სპეციალური ტექნიკითაც. ცნობისთვის ორ დღიანმა შტორმმა სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ტოტები , პლასტმასის ბოთლები და სხვა სახის ნარჩენები გამორიყა.

დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სანაპირო ზოლის მონიტორინგი გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე