ისრაელის საგარეო უწყება პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ეხმაურება

21 სექტემბერი 2025, 19:39 137 ნახვა

ისრაელის საგარეო უწყება გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური „ჰამასისთვის“, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი „მუსლიმური საძმო“ აძლიერებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს მშვიდობას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ანგრევს რეგიონს და ძირს უთხრის მომავალში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის შანსებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მოლაპარაკებებისა და ორ მხარეს შორის კომპრომისის მიღწევის ყველა ლოგიკას და სასურველ მშვიდობას კიდევ უფრო დააშორებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი