ედგარს რინკევიჩი - პროვოკაციებით რუსეთს სურს ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო რეაქციის შემოწმება

21 სექტემბერი 2025, 14:53 87 ნახვა

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, რაც უფრო ეცდება რუსეთი ნატო-ს პროვოცირებას, მით უფრო მაღალია სერიოზული კონფლიქტის რისკი. ედგარს რინკევიჩის თქმით, რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში და ესტონეთის საჰაერო სივრცის რუსული გამანადგურებლების მიერ დარღვევა ჰიბრიდული ომის გამოვლენის ახალი ფორმაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარი პროვოკაციებით რუსეთს ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო რეაქციის შემოწმება სურს.დაამატა, რომ რუსეთის პროვოკაციები ბალტიის რეგიონში ადასტურებს ნატო-ს გაძლიერებისა და ევროპული სანქციების არჩეული კურსის სისწორეს. ასევე პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც წინააღმდეგობას შეხვდება

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი