კამჩატკასთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

19 სექტემბერი 2025, 09:31 133 ნახვა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ცუნამის საშიშროების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ამჟამად საფრთხე მოხსნილია.

რუსეთის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის განცხადებით, ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 125 კმ-ში დაფიქსრიდა.

მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმაც, რომლის ინფორმაციითაც მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა და მას 4 შემდგომი ბიძგი მოჰყვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი