დღემდე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მსოფლიოში

22 მაისი 2017, 00:00 14041 ნახვა

1960 წლის 22 მაისს, ჩილეში, ქალაქ ვალდივიაში, დღის მეორე ნახევარში მოხდა დღემდე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მსოფლიოში, რომლის სიმძლავრე 9.4 - 9.6 ბალს შეადგენდა. ეს მიწისძვრა უდიდესია ისტორიაში, რაც ხელსაწყოებს აქვს დაფიქსირებული. ის დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

მიწისძვრამ იმსხვერპლა 1655 ადამიანი, დაშავდა 3000, ხოლო საცხოვრებლის გარეშე დარჩა 2 მილიონი.

დღევანდელი კურსით, მიწისძვრის ზარალი 3-დან 6 მილიარდამდე არის. 





მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ვალდივია დაზარალდა. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი - ჩილეს სანაპიროზე დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოიშვა.ცუნამის შედეგად ასევე დაზარალდა ჰავაი, იაპონია, ფილიპინები, აღმოსავლეთი ახალი ზელანდია, სამხრეთ-ავსტრალია და ალეუტის კუნძულები.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში